შაბათს 18 ოქტომბერს მცხეთაში საქართველოს ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩი გაიმართება. მცხეთა პარკი 15.00 საათიდან ვიტ ჯორჯიასა და დინამო თბილისის დაპირისპირებას უმასპინძლებს.
18 ოქტომბერს დინამოს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 5 შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ორჯერ მეტოქემ იმარჯვა და ორი დაპირისპირება დასრულდა ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 15/8 დინამოს სასარგებლოდ.
1936 წელს თბილისელებმა ლენინგრადელ თანაკლუბელებს უმასპინძლეს და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ორივე გოლი ბერძენიშვილის ანგარიშზეა. მომდევნო წელს სომოვის გოლით დინამომ მოსკოვის ცსკა- ს აჯობა 1:0. 1939 წელს ფრე 1:1 ვოლგოგრადის როტორთან. გოლი ჯორბენაძის ანგარიშზეა. 1967 წელს თბილისელებმა სამი უპასუხო ბურთით მოუგეს ალმა ათის კაირათს. გავაშელის დუბლს ერთი გოლი გ. ნოდიამ მიამატა. შემდეგ წელს ისევ გავაშელის დუბლი სიჭინავას გოლთან ერთად და დინამომ მინსკელ თანაკლუბელებს 3:2 მოუგო. 1980 წელს მტკვრისპირელებმა მოსკოვის ტორპედოს უმასპინძლეს. გუცაევმა და ჩივაძემ დალაშქრეს მოსკოველთა კარი და დინამომ 2:1 მოიგო.
1995 წელს თბილისურ დერბიში დინამომ შევარდენს 3:0 აჯობა. ორი გოლი ხომერიკმა გაიტანა, ერთიც გამცემლიძემ. 2009 წელს დინამოს ბოლნისის სიონმა ორი უპასუხო ბურთით მოუგო.
18 ოქტომბერს დინამომ ერთი მატჩი უეფას თასზეც გამართა. 1978 წელს ბერლინში ჰერტამ დაამარცხა ჩვენი გუნდი 2:0.