საქართველოს XXVI ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 18 ოქტომბერს მცხეთაში, მცხეთა პარკზე ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს– არსენ ნონიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ზ. ფიფია და ა. ჟივაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ჯ. ხორავა შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილმა ბოლოს ამა წლის 17 მაისს იმსაჯა. დინამო თბილისმა რუსთავის მეტალურგი 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში არსენ ნონიკაშვილს ფეხბურთელები არ გაურთხილებია.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც არსენ ნონიკაშვილმა იმსაჯა 7 ოქტომბერს პირველ ლიგაში გამართული საპოვნელა 0:1 ბეთლემი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში ნონიკაშვილმა ფეხბურთელები სამჯერ გააფრთხილა და ერთიც წითელი ბარათი აჩვენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, არსენ ნონიკაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
არსენ ნონიკაშვილი (26.05.1975)
===========================================
უმაღლესი ლიგა - 51 თამაში / 180 ყვითელი / 12 წითელი / 13 პენალტი
პირველი ლიგა – 22 თამაში / 86 ყვითელი / 5 წითელი / 10 პენალტი
მეორე ლიგა – 2 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი
საქართველოს თასი – 8 თამაში / 37 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი
ვირსლიგა – 1 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი