• Geo
  • Eng
11.12.2013
შოთა ხინჩაგაშვილი - 62

დღეს დინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელის, გუნდის მცველის – შოთა ხინჩაგაშვილის დაბადების დღეა. შოთა ხინჩაგაშვილი 1951 წელს დუშეთში დაიბადა. იგი დინამო თბილისის შემადგენლობაში 1970–1982 წლებში ასპარეზობდა. ჩვენი გუნდის რიგებში 348 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 1 გოლი. არის სსრკ– ს ჩემპიონატის 1978 წლის გათამაშების ჩემპიონი. 1977 წლის ვერცხლის მფლობელი და ოთხგზის პრიზიორი (1971, 1976 გ. 1976 შ. 1981 წლებში). უეფას 1981 წლის თასების მფლობელთა თასის მფლობელი. ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. 1979 წლის სპარტაკიადის პრიზიორი. არის სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი. სსრკ- ს ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს ხუთჯერ, აქედან ორჯერ პირველ ნომრად. 1986 წელს მუშაობდა გუნდის უფროსად, ხოლო 1984 წელს დინამოს მწვრთნელად.

დინამოელები ვულოცავთ შოთა ხინჩაგაშვილს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024