უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეთექვსმეტე ტურის შეხვედრა დინამოელებმა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართეს. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 3:0 დასრულდა.
კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა ზუგდიდის სარეზერვო გუნდს მატჩის დაწყებისთანავე შეუტიეს. მეორე წუთზე ანგარიში გახსნა შეეძლო საბა ლობჟანიძეს, თუმცა მისი დარტყმული ზუგდიდელთა მეკარემ მოიგერია. ზუგდიდის კიპერმა ასევე მარჯვედ ითამაშა მომდევნო ეპიზოდშიც, ვახტანგ ჯომიდავამ ამჯერად გიორგი პაპუნაშვილის დატყმული მოიგერია. დაპირისპირების 15-ე წუთზე, დინამოელთა მთავარ მწვრთნელს, კახი გოგიჩაისვილს იძულებითი შეცვლის განხორციელება მოუწია. ტრავმირებული ვანო წილოსანი ნაცვლად მოედანზე დავით ვოლკოვი ვიხილეთ. მატჩი დინამოელთა კარნახით მიმდინარეობდა და თამაშის 33-ე წუთისთვის მოპოვებული სათამაშო უპირატესობა ანგარიშშიც ასახეს. შეტევის მარცხენა ფლანგიდან წამოწყებული იერიში საბა ლობჟანიძემ გოლით დაასრულა, მისი დარტყმული მეკარისგან მარცხენა შორეულ კუთხეში გავიდა. პირველი ნახევრის მიწურულს, დაპირისპირების 44-ე წუთზე დინამოელებმა უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს. შატევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ოთარ კაკაბაძემ ჩააწოდა, სადაც დასწრებამდე კარგად ითამაშა დავით ვოლკოვმა და ზუსტი თავური დარტყმით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა.
მეორე ტაიმი პირველი ნახევრის მსგავსად წარიმართა, ზუგდიდელთა მეკარეს საქმე არ მოჰკლებია. ვახტანგ ჯომიდავამ 47-ე წუთზე ბუდუ ზივზვივაძის დარტყმული მოიგერია, 55-ე წუთზე კი საბა ლობჟანიძეს არ მისცა გოლის გატანის საშუალება. მატჩის საფინალო ანგარიში 77-ე წუთზე დაფიქსირდა. მოედანზე შეცვლაზე შემოსულმა ვაკო ბაჩიაშვილმა ზუგდიდელთა კარისკენ დაარტყა, თუმცა მისი გარსოლილი მეკარემ კუთხურზე მოიგერია. სტანდარტიდან საბა ლობჟანიძემ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მეორე სართულზე დასწრებაზე კარგად ითამაშა ალექსანდრე გურეშიძემ და ბურთი ზუგდიდელთა კარში გადაგზავნა.
ზუგდიდი 0:3 დინამო
გოლები: 0:1 ლობჟანიძე 33’ 0:2 ვოლკოვი 44’ 0:3 გურეშიძე 77’
ზუგდიდი: ჯომიდავა, ლატარია, ნიკოლაძე, საბეკია, ბერიშვილი, სამუშია, ყორშია, ქირია, თოდუა, ლაშქარავა, ლოლუა
დინამო: კულუა, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გურეშიძე, სამხარაძე, ჯაფიაშვილი (თევზაძე 84’), მესხი, ლობჟანიძე, ზივზივაძე (ბაჩიაშვილი 57’), პაპუნაშვილი (კახნიაშვილი 78’), წილოსანი (ვოლკოვი 15’)
გაფრთხილება: საბეკია 25’ - გურეშიძე 31’