ეროვნულ ლიგა 2-ში მე-8 ტურის მატჩი გამართეს დინამოელებმა. ჩვენი მეორე შემადგენლობა ხობს ეწვია და ადგილობრივ კოლხეთს დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა. გოლები გიგა წურწუმიამ და ოთარ ტორაძემ გაიტანეს. წარმატებულ სტარტის შემდეგ დინამოელებს ერთგვარი ჩავარდნა აქვთ, რაც ბოლო 4 შეხვედრაში აღებულ 1 ქულაში აისახება. სატურნირო ცხრილში ჩვენი გუნდი მე-6 პოზიციას იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს დინამოელები 26 აპრილს მარტვილის მერანთან, აკადემიის მოედანზე გამართავენ.
მატჩის ოქმი