დღეს დინამოს 19 წლამდე გუნდმა და მეორე შემადგენლობამ თავიანთი მატჩები გამართეს.
ვალერი გაგუას გუნდმა მესამე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში საბურთალო მიიღო და ფრედ 2-2 დაცილდა მეტოქეს. გოლები საბურთალოს კარში ფრიდონიშვილმა და ფეიქრიშვილმა გაიტანეს. დინამომ 5 ტურის შემდეგ 11 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. მომდევნო მატჩს ჩვენი 19 წლამდელები 21 აპრილს, აკადემიის მოედანზე, ტორპედოსთან გამართავენ.
დინამო-2 გათამაშების მეშვიდე ტურში ბოლნისს ეწვია და უხვგოლიან შეხვედრაში 3-6 დამარცხდა. გოლები მასპინძელთა კარში იობაშვილმა, გოგობერიშვილმა და ჩხეტიანმა გაიტანეს. ამ წაგების შემდეგ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს კი დინამო-2 22 აპრილს ხობში, ადგილობრივ კოლხეთთან ჩაატარებს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი
U19 დინამო 2-2 საბურთალო
U19 დინამო: იობაშვილი, გრიგალავა, მეფარიშვილი, ახალკაცი, ჩიქოვანი, ფეიქრიშვილი, სამუშია, ბერელიძე, ცეცხლაძე ნ, ბუბუტეიშვილი, შეროზია
სათადარიგო სკამი: გოგებაშვილი, სადღობელაშვილი, გობეშია, ხარჩილავა, ცეცხლაძე გ, ფრიდონიშვილი, წულაია