• Geo
  • Eng
12.04.2023
ფრე ბათუმში

დღეს ბათუმში, ეროვნული კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო ბათუმმა დინამო თბილისს უმასპინძლა.

 

მატჩის დაძაბული სტატუსის მიუხედავად შეხვედრა ორივე გუნდმა მაღალ რიტმში დაიწყო. დინამოელებმა მატჩის მე-14 წუთზე 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენეს, იმრან ულად ომარის ზუსტ ჩაწოდებულ ბურთს ვაგნერ გონსალვეშმა ვერ შეუცვალა მიმართულება. სამაგიეროდ მომდევნო შეტევაში ფეხბურთის დაუწერელი კანონი ამოქმედდა და პაატა ღუდუშაურმა გახსნა ანგარიში. მატჩის 32-ე წუთზე იმრანს შეეძლო გატანა, მისი დარტყმული ბოლო წამს მცველმა კუთხურზე მოიგერია. იმრანმა თავისი მომენტი ათი წუთის შემდეგ იდელურად გამოიყენა, საჯარიმოში ცრუ მოძრაობით გაცდა მცველს და ზუსტი დარტყმით ერთი გოლი გაქვითა 2-1. ტაიმის ბოლოს მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი სანდრო ალთუნაშვილს უჩვენა, იმრანმა კი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა და ტაიმიც მორჩა.

 

მეორე ნახევარი დედაქალაქელებმა აქტიურად დაიწყეს და იმრანმა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა ზღვისპირელთა კართან, მისი დარტყმული ბურთი სანტიმეტრებით აცდა კარს, მომდევნო შეტევაში კი თორნიკე კირკიტაძის დარტყმული მცველმა გამოიტანა კარის ხაზიდან. თბილისელებმა მეთოდურად დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს. 76-ე წუთზე ეს უპირატესობა სტუმრებმა მეორე გატანილ გოლში ასახეს. ნიკა მალის გადაცემით შედეგიანად დავით სხირტლაძემ ისარგებლა და სტატუს ქვო აღადგინა 2-2. საბოლოოდ ანგარიშში აღარაფერი შეცვლილა.

 

მომდევნო შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 21 აპრილს გორში, საბურთალოს წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024