• Geo
  • Eng
19.02.2023
ორი ტესტ მატჩი დიღმის ბაზაზე

დინამოელებმა 35-ე საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, უიქენდზე ორი ტესტი მატჩი გამართეს. შაბათს საქართველოს ჩემპიონებმა გარეჯს უმასპინძლეს და 5-0 დაამარცხეს მეტოქე, კვირას კი თელავთან ჩატარებული სპარინგი ფრედ 2-2 დასრულდა.

 

გარეჯთან შეხვედრაში გოლები გიორგი მოისწრაფიშვილმა (2), ანზორ მექვაბიშვილმა, უსმანე კამარამ და დავით კობოურმა გაიტანეს. თელავთან კი პირველ ავტოგოლს, მეორე გოლი ლაშა ოდიშარიამ მიამატა. აღსანიშნავია, რომ თელავთან შეხვედრაში დინამოელთა რიგებში 15 წლის ვახო სალიამ იასპარეზა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი განაგრძობს მოახლოებული სეზონისთვის მზადებას. შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შეხვედრას 25 თებერვალს დედაქალაქელები გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავენ.

 

დინამო 5-0 გარეჯი

დინამო: კერესელიძე, მალი, ნზაბა, ტაბიძე, კობოური, მექვაბიშვილი, ოსიყმაშვილი, მოისწრაფიშვილი, კირკიტაძე, კამარა, სხირტლაძე (შეცვლაზე შევიდნენ - ლაცაბიძე, იობაშვილი, სიხარულაშვილი)

 

დინამო 2-2 თელავი

დინამო: კერესელიძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, ჩხეტიანი, ლაცაბიძე, უგრეხელიძე, ოდიშარია, იმრანი, იობაშვილი, მარუშიჩი (შეცვლაზე შევიდნენ - სალია და გოგობერიშვილი)

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024