• Geo
  • Eng
18.10.2014
გამარჯვება საიუბილეო შეხვედრაში

მცხეთაში, მცხეთა პარკზე საქართველოს ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩი გაიმართა. ვიტ ჯორჯიამ საიუბილეო, 50- ე დერბიში დინამო თბილისს უმასპინძლა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დერბი უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა.  დაძაბული მატჩი კახი გოგიჩაიშვილის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

შეხვედრა დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ წუთებში საკმაოდ სახიფათო შეტევები განახორციელეს, რასაც სამჯერ ზედიზედ კუთხური მოჰყვა მეტოქის კართან. მე- 15 წუთზე მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა გაითამაშეს და დინამოს კარი გადაურჩა გოლს. 36- ე წუთზე კაკაბაძემ შეტევის მარჯვენა ფრთიდან ჩააწოდა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი კი ჩისკომ თავით გადაგზავნა შეროზიას კარში- 1:0. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ნახევარში უფრო აქტიური თამაში გაჩაღდა. დინამოელები საკმაოდ მწვავედ უტევდნენ, თუმცა დამამთავრებელ ფაზაში სტუმრებს სისუზტე აკლდათ. ვეტერინარებმა კონტრშეტევისას დინამოს კარის ძელს გაარტყეს ბურთი. შემდეგ ლობჟანიძეს ორჯერ შეექმნა კარგი მომენტი, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამოელებმა მძიმე შეხვედრაში სამი ქულა მიითვალეს.

 

ვიტ ჯორჯია  0:1  დინამო

გოლი: 0:1 ჩისკო 36’ 

გაფრთხილება: კალანდია 57’ 

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, მურუსიძე (გახარია 81), დავლაშელიძე, მაისურაძე, ღიბრაძე, კურდღელაშვილი (კახაბრიშვილი 62), ლობჯანიძე (თათხაშვილი 84), კვირკვია

დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე, ჭანტურია, მჭედლიშვილი, პარუნაშვილი, პაპავა, ლობჟანიძე (ცინცაძე 73), ძარია, ჩირგაძე (საბანაძე 84), ჩისკო (პაპუნაშვილი 58)

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024