დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე პირველი ლიგის მეათე ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს მეორე შემადგენლობამ გათამაშების მეორე წრის სადებიუტო შეხვედრაში სტუმრებს რვა უპასუხო გოლი გაუტანა. თბილისელები შეხვედრის მანძილზე დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და ეს ანგარიშშიც ასახეს.
ანგარიში მატჩის დებიუტში მესამე წუთზე, ლაშხიას ორიგინალური გადაცემით ზივზივაძემ გახსნა. 27- ე წუთზე ბუდუმ მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და მეორე გოლი გაიტანა სქურის კარში. 33- ე წუთი, ლაშხიას კიდევ ერთი საგოლე გადაცემა და ამჯერად სტუმრებს გოგოლიძემ გაუტანა. ოთხ წუთში ზივზივაძემ თავით დალაშქრა წალენჯიხელთა კარი და დინამოს თავდამსხმელმა ჰეთ თრიქი გაიფორმა- 4:0. პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებს შეეძლოთ ერთი ბურთის გაქვითვა, თუმცა თერთმეტმეტრიანის შემდეგ ბურთი ხარიხამ მოიგერია. 51- ე წუთზე მესხმა ტექნიკურად აუარა გვერდი რამდენიმე მცველს, ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა მეკარეც და მეხუთე გოლი გაიტანა სქურის კარში. 64- ე წუთზე ვოლკოვმა დასწრებაზე ითამაშა კარგად, გაცდა მეკარეს და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი - 6:0. ბოლო ორი გოლი მათიაშვილის ანგარიშზეა (რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაოჯახდა და ჩვენი მხრიდან ბედნიერებას ვუსურვებთ მას). პირველ შემთხვევაში ვაჟამ ტექნიკური მოძრაობით შედეგი გახადა- 7:0, ხოლო მეორედ მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და მატჩის საბოლოო ანგარიში 8:0 დააფიქსირა.
შემდეგ შეხვედრას დინამოელები 28 ოქტომბერს ტყიბულში, ადგილობრივ მეშახტესთან გამართავენ.
დინამო-2 8:0 სქური
დინამო-2: ტყეშელაშვილი, მარაქველიძე (ციცხვაია 68), ნოზაძე, ქაჯაია, სამხარაძე, ქიქავა, ლაშხია (ვოლკოვი 52), სარიშვილი, ზივზივაძე (მათიაშვილი 57), მესხი (სარჯველაძე 61), გოგოლიძე (სამუშია 52)
სქური: ბანქავა, ბოჯგუა, სართანია, ყურუა, მიქენაია, შელია, რაფავა, გაბუნია, წაბრია, ლორია, სვანიძე