• Geo
  • Eng
24.10.2014
დინამომ სპარტაკი 6:1 დაამარცხა

დღეს დინამო არენამ საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას უმასპინძლა.  კახი გოგიჩაიშვილის გუნდი ცხინვალის სპარტაკს დაუპირისპირდა. მატჩი თავიდან ბოლომდე თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და დინამომ 6:1 იმარჯვა.

შეხვედრის დებიუტში სტუმრებმა საკმაოდ სახიფათო შეტევა განახორციელეს, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი მიგინეიშვილმა ითამაშა კარგად და განმუხტა სიტუაცია. ამ მომენტის შემდეგ დინამოელებმა აქტიურად შეუტიეს, მე-13 წუთზე ჩისკოს ჩაწოდების შემდეგ პაპუნაშვილმა ითამაშა დასწრებაზე კარგად და გახსნა ანგარიში 1:0. შემდეგ ლობჟანიძეს ჰქონდა კარგი მომენტი, მაგრამ ოდნავ დაახანა ჩვენმა ნახევარმცველმა. 25- ე წუთზე გიგაურმა დაარტყა დინამოს კარისკენ და გაათანაბრა ანგარიში. ამას დინამოელთა შეტევა მოჰყვა, თოთაძე თავით გზავნიდა ბურთს სპარტაკის კარისკენ, მაგრამ ნადირაძემ ითამაშა კარგად და გადაარჩინა თავისი კარი. 31- ე წუთზე დინამოელთა შეტევას ჩისკო აგვირგვინებდა, მისი დარტმული მეკარემ მოიგერია, ბურთთან კი პარუნაშვილი აღმოჩნდა და მასპინძლები წინ გაიყვანა 2:1. მომდევნო შეტევაში ჩისკოს მართებდა გატანა, თუმცა ესპანელმა შემტევმა არაზუსტად ითამაშა. 39- ე წუთზე კი ლობჟანიძემ ითამაშა კარგად, ზუსტად უპასა ძარიას და ირაკლიმ ანგარიში 3:1 გახადა. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა. მეორე ტაიმი ორივე გუნდმა მშვიდად დაიწყო, 54- ე წუთზე კი პაპუნაშვილმა შორი და ზუსტი დარტყმით მეოთხე გოლი გაიტანა სპარტაკის კარში. 59- ე წუთზე ცვლილება განხორციელდა და თოთაძის მაგივრად დინამოს შემადგენლობაში ხიზანიშვილის დებიუტი შედგა. 75- ე წუთზე ცინცაძემ ტექნიკური და ზუსტი საჯარიმოთი ანგარიში 5:1 გახადა. მატჩის ბოლო წუთზე დინამომ თავისი უპირატესობა კიდევ ერთი გოლით ასახა. პაპუნაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა- 6:1.

 

დინამო  6:1  სპარტაკი

გოლი: 1:0 პაპუნაშვილი 13’  1:1 გიგაური 25’  2:1 პარუნაშვილი 31’  3:1 ძარია 39’  4:1 პაპუნაშვილი 54’  5:1 ცინცაძე 75’  6:1 პაპუნაშვილი 90’

გაფრთხილება: პაპუნაშვილი 43’  მაისაშვილი 68’ 

დინამო: მიგინეიშვილი, თოთაძე (ხიზანიშვილი 59), ჭანტურია, კაკაბაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი, ძარია, ლობჟანიძე (ჩირგაძე 66), პაპუნაშვილი, ჩისკო (საბანაძე 80)

სპარტაკი: ნადირაძე, შინდაგორიძე (კემუხტაშვილი 69), ივანიშვილი (ლექვთაძე 55), მაისაშვილი, მახარობლიძე, ცერცვაძე, იოსელიანი, კაჭკაჭიშვილი, გიგაური, თერქთურმანიძე (მაქაცარია 61), კაჭარავა

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024