24 დან 27 ივლისის ჩათვლით გერმანიაში, 19 წლამდე ფეხბურთელთა, ტრადიციული, პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი RUHR CUP 2014 გაიმართება. გათამაშებაში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. დინამო თბილისი კახი გოგიჩაიშვილის თავკაცობით A ჯგუფში დორტმუნდის ბორუსიას, პირეოსის ოლიმპიაკოსს, ლისაბონის ბენფიკას და ვოლფსბურგს დაუპირისპირდება. B ჯგუფში მიუნჰენგლადბახის ბორუსია, გელზენკირხენის შალკე, ვესტ ჰემ იუნაიტედი, გალათასარაი და მაქაბი ნეთანია იასპარეზებენ. ხვალ დინამოელები პირველ შეხვედრაში მასპინძლებს - დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ ასეთი რანგის ტურნირზე პრაქტიკულად არცერთი ქართული კლუბის ახალგაზრდულ გუნდს არ უასპარეზია.