• Geo
  • Eng
13.12.2013
დინამო VS ვიტ ჯორჯია - ურთიერთშეხვედრები

უმაღლესი ლიგის XVII ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ვიტ ჯორჯიასთან გამართავს. ამ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.  48 ჩატარებულ შეხვედრაში 18 მატჩი დინამომ მოიგო, 11 შემთხვევაში იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და 18 თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ 60:39 არის. აღსანიშნავია, რომ 10 შემთხვევაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 1:0  კი, ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ამ შედეგით 11 მატჩი დასრულდა. ოთხბურთიანი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მეთორმეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა ოთხი უპასუხო ბურთით მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მეცამეტე ჩემპიონატის მეთექვსმეტე სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2:5 დამარცხდა. უკანასკნელი მატჩი, რომელიც დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის გაიმართა ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. მეტოქის კარში გოლები დორინ გოგამ და ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანეს.

 

P.S. დინამო თბილისს 15 დეკემბერს ერთადერთი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 2012 წლის 15 დეკემბერს ჩვენმა გუნდმა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა და მეტოქე მშრალი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. გოლები ჩისკომ და ჯაბა დვალმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024