დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის U-13 გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ოთარ გაგნიძე გახლავთ, რუსეთის ქალაქ სანქტ–პეტერბურგში დემენტიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე (დინამიადაზე) ასპარეზობს.
მოზარდმა დინამოელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი მოსკოვის დინამოსთან გამართეს და მინიმალური ანგარიშით - 2:3 დამარცხდნენ. თბილისელ ფეხბურთელებს ანგარიში 2:0 მიჰყავდათ, თუმცა ოთარ გაგნიძის გუნდის კარის მიმართულებით მსაჯმა ორჯერ თერტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშა და თბილისელებიც ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდნენ. მეტოქის კარში ორივე გოლი ნინუამ გაიტანა.
დინამო U-13: ბულისკერია, ნინუა, ბასარია, ჯიჭონაია, დარცმელია, გაბელაია, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, ბაბუნაძე, ხარშილაძე, ჩიქოვანი
შეცვლაზე შევიდნენ: გულდედავა, მამარდაშვილი, ბერიაშვილი, ჩაჩუა
ხვალ, ჩვენი ფეხბურთელები ნახევარფინალურ შეხვედრას კიევის დინამოსთან გამართავენ. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს პეტერბურგისა და მოსკოვის დინამო დაუპირისპირდებიან.