• Geo
  • Eng
05.11.2014
დინამოელთა დაპირისპირებას ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 6 ნოემბერს თბილისში, დინამო არენაზე ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართავს– ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას . ფიფია და კაკაბაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გლუშჩუკი შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ირაკლი კვირიკაშვილს მატჩი არ უმსაჯია. ბოლო შეხვედრა კი, რომელიც მან განსაჯა 2 ნოემბერს გამართული- მერანი 1:0 შუქურა გახლავთ. აღნიშნულ მატჩში ირაკლი კვირიკაშვილიმა ხუთჯერ უჩვენა ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი და ერთხელაც მსაჯმა წითელი ბარათი გამოიყენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის ირაკლი კვირიკაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ირაკლი კვირიკაშვილი

დაბადების თარიღი: 1984 წლის 30 სექტემბერი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 4 თამაში / 29 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

პირველი ლიგა - 70 თამაში / 257 ყვითელი / 10 წითელი / 23 პენალტი

მეორე ლიგა - 28 თამაში / 101 ყვითელი / 10 წითელი / 7 პენალტი

საქართველოს თასი - 7 თამაში / 28 ყვითელი / 1 წითელი / 4 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024