• Geo
  • Eng
06.11.2014
მარცხი ბათუმის დინამოსთან

დღეს დინამო არენაზე საქართველოს პირველობის მეთორმეტე ტურში დინამო თბილისმა ბათუმელ სეხნიას უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 0:1 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის დებიუტში, მე- 3 წუთზე გოგოტიძის მიერ გატანილი გოლის გარდა ბათუმელები ფაქტიურად სულ რამდენჯერმე გადავიდნენ თბილისელთა ნახევარზე. მასპინძლებს კი არაერთხელ მართებდათ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის გამოყენება და გოლის გატანა, თუმცა კარში დარტყმამდე საქმე იშვიათად მიდიოდა და ამ შემთხვევაშიც თბილისელი შემტევები უზუსტობით გამოირჩეოდნენ. ბათუმელებმა საბოლოოდ შეინარჩუნეს ანგარიში და მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.

დინამო თბ  0:1  დინამო ბთ

გოლი: 0:1 გოგიტიძე 3’

გაფრთხილება: მახარაძე 5’  ჭკუასელი 27’  თოთაძე 90’

დინამო თბ: მიგინეიშვილი, თოთაძე, ხიზანიშვილი, შერგელაშვილი, პაპავა, ცინცაძე, ძარია (ლობჟანიძე 12), პარუნაშვილი (კაკაბაძე 83), პაპუნაშვილი, ჩისკო (ჩირგაძე 60), საბანაძე

დინამო ბთ: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, გოგიტიძე, ჩირიკაშვილი, ჭკუასელი (ვარშანიძე 46), თევდორაძე (პაჩკორია 65), ბერიაშვილი (აბუსელიძე 90)

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024