დინამოს აკადემიის მოედანზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩი გაიმართა. დინამოს მეორე გუნდმა გათამაშების მეთოთხმეტე ტურში ქედის ბეთლემს უმასპინძლა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება თბილისელთა გამარჯვებით 6:0 დასრულდა. მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდეს უპირატესობა, რომელიც მატჩის ბოლომდე აღარ დათმეს და ეს ანგარიშშიც ასახეს. აღსანიშნავია, რომ სამმა დინამოელმა დუბლი შეასრულა. მათიაშვილმა, ზივზივაძემ და ვოლკოვმა ორ-ორჯერ აიღეს მეტოქის კარი.
შემდეგ შეხვედრას დინამოელები 17 ნოემბერს ხობში, კოლხეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
დინამო-2: ტყეშელაშვილი, ციცხვაია (ქაჯაია 65), ჯაფიაშვილი, ნოზაძე, სამხარაძე, ქიქავა, ლაშხია (ვოლკოვი 46), სარიშვილი, მათიაშვილი (მაკასარაშვილი 65), ზივზივაძე (სამუშია 65), მესხი (გოგოლიძე 46)
ბეთლემი: ბეკთაშევი, ქანთარია, კუნჭულია, დარჩიძე, კახიანი, ფარტენაძე, ს. კახიძე, ზოიძე, გორჭელაძე, ბ. კახიძე, ხიდეშელი