• Geo
  • Eng
10.11.2014
მეორე გუნდმა ოზურგეთში ფრედ ითამაშა

ოზურგეთში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების მეცამეტე ტურის მატჩი გაიმართა.  ადგილობრივმა მერცხალმა დინამოს მეორე შემადგენლობას უმასპინძლა. ნულოვანი ფრის მიუხედავად მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, მაგრამ თავიდანვე ღირს აღინიშნოს სტადიონის საფარის ცუდი მდგომარეობა. მალხაზ ჟვანიას ფეხბურთელებს არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა რიგ მომენტებში შემტევთა უზუსტობა, ზოგჯერ კი არასახარბიელო საფარი იყო უზუსტობის მიზეზი. მოკლედ საგოლე მომენტების მიუხედავად შეხვედრაში გოლი არ გასულა და დინამომ ფრედ 0:0 ითამაშა. შემდეგ მატჩს თბილისელები 13 ნოემბერს ქედას ბეთლემის წინააღმდეგ გამართავენ.

დინამო-2: ტყეშელაშვილი, მარაქველიძე (ციცხვაია 4), ჯაფიაშვილი, ნოზაძე, სამხარაძე, ქიქავა, ლაშხია (ზივზივაძე 46), სარიშვილი, მათიაშვილი (მიქაძე 85), მესხი (სამუშია 62), ვოლკოვი (გოგოლიძე 56)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024