დღეს ხობში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა კოლხეთმა გათამაშების მე- 15 ტურში მალხაზ ჟვანიას გუნდს უმასპინძლა. საკამოდ მძიმე თამაში საბოლოოდ თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. ზივზივაძემ 32- ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო შეცვლაზე შესულმა სამუშიამ ( ლაშხია დაშავდა მე- 20 წუთზე) 87- ე წუთზე მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა. შემდეგ შეხვედრას დინამო-2 გამართავს 21 ნოემბერს. ჩვენი გუნდი ბორჯომს აკადემიის მოედანზე უმასპინძლებს.
დინამო-2: ტყეშელაშვილი, ციცხვაია, ჯაფიაშვილი, ლ. ნო9ზაძე, სამხარაძე, ქიქავა, ლაშხია (სამუშია 20), სარიშვილი (ვეკუა 78), მათიაშვილი (მაკასარაშვილი 90), ზივზივაძე (ქაჯაია 82), მესხი (ვოლკოვი 70)