დღეს ზუგდიდში ბაიას საფეხბურთო ბაზის მოედანზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრაში სკ ზუგდიდმა დინამოს უმასპინძლა. საინტერესო და დაძაბული მატჩი კახა გოგიჩაიშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრა ორივე გუნდმა ხისტად დაიწყო და ძირითადად ბრძოლა მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. მატჩის მე- 20 წუთზე ჭანტურიას და საბანაძეს ჰქონდათ კარგი შანსი ანგარიშის გასახსნელად, თუმცა საბოლოოდ მომენტი კუთხურით დასრულდა. ამის შემდეგ დინამოელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, რამდენიმეჯერ სახიფათოდაც შეუტიეს, თუმცა პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმი დინამოს შეტევებით გაგრძელდა. 70- ე წუთზე სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა პაპუნაშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა და დედაქალაქელებმა გახსნეს ანგარიში. მატჩის ბოლოსკენ, 88- ე წუთზე დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა მეორე გატანილ გოლში ასახეს. ჩისკომ ერთი-ერთზე არ გაუშვა თავისი შანსი ხელიდან. ბოლო წუთზე კი მასპინძლების შეტევას ლომაიას მიერ გატანილი გოლი მოჰყვა დინამოელთა კარში. საბოლოოდ დინამოელთა მე- 800 საიუბილეო შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ზუგდიდი 1:2 დინამო
გოლი: 0:1 პაპუნაშვილი 70’ 0:2 ჩისკო 88’ 1:2 ლომაია 90’
გაფრთხილება: პაპუნაშვილი 27’ ღონღაძე 54’ ტყემალაძე 57’ რიგვავა 89’ საჯაია 90’
ზუგდიდი: თევდორაძე, რიგვავა, მირცხულავა (ლომაია 40), ღონღაძე, აკობია, ტყემალაძე, კობერიძე, ლომია, წურწუმია (გულორდავა 75), ფარჯიკია (კუკავა 68), ეხვაია
დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, ჭანტურია, ცინცაძე, პაპუნაშვილი (ლობჟანიძე 75), საბანაძე (საჯაია 90), პარუნაშვილი, პაპავა (ჩისკო 69), ჩირგაძე, გველესიანი, შერგელაშვილი
მსაჯი: გ. ვადაჭკორია