დინამო თბილისისა და ვიტ ჯორჯიას ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, ბაკურ ნინუა განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ი. უკლება და ზ. ბერულავა გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ა. კრიჭაშვილი შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ბაკურ ნინუამ უკანასკნელად 30 ნოემბერს გამართული სპარტაკი 0:4 დინამო იმსაჯა. აღნიშნულ მატჩში შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ბაკურ ნინუას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ბაკურ ნინუა
დაბადების თარიღი: 1984 წლის 28 ოქტომბერი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 13 თამაში / 41 ყვითელი / 3 წითელი / 1 პენალტი
პირველი ლიგა - 41 თამაში / 117 ყვითელი / 8 წითელი / 5 პენალტი
მეორე ლიგა – 9 თამაში / 43 ყვითელი / 2 წითელი / 3 პენალტი
საქართველოს თასი - 8 თამაში / 24 ყვითელი / 4 წითელი / 0 პენალტი