• Geo
  • Eng
26.11.2014
დინამო მეოთხედფინალში გავიდა

დღეს დინამო არენაზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისმა ქობულეთის შუქურას უმასპინძლა. პირველ მატჩში ჩელე არენაზე, კახი გოგიჩაიშვილის გუნდმა ფრედ 1:1 ითამაშა.

შეხვედრა მასპინძელტა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით დაიწყო. მე- 12 წუთზე საბანაძის ტექნიკური დარტყმული ზღვისპირელთა კარის ძელმა მოიგერია. ტაიმის შუაში ჩელებაძემ და ლობჟანიძემ გაცვალეს სახიფათო დარტყმები. მოგვიანებით თამაში გათანაბრდა და ძირითადად მოედნის ცენტრში გადაინაცვლა. მეორე ნახევარი გუნდებმა შედარებით მშვიდად დაიწყეს. ათიოდე წუთის შემდეგ კი დინამოელებმა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოყენეს. პირველ შემთხვევაში ლობჟანიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, ხოლო შემდეგ კი გველესიანს. აღსანიშნავია შუქურას მეკარის საიმედო თამაში. შემდეგ პაპუნაშვილი თამაშობდა დასწრებაზე თავით, მაგრამ არაზუსტად. 70- ე წუთზე სტუმრებმა მწვავედ შეუტიეს, ორჯერ ზედიზედ კუთხური მოაწოდეს და ხოჭოლავამ ანგარიში გახსნა. გაშვებულ გოლს დინამოელთა შეტევები მოჰყვა და 84- ე წუთზე ჩირგაძემ აღადგინა თანაფარდობა. 87- ე წუთზე კი პარუნაშვილმა ულამაზესი დარტყმით წინ გაიყვანა დედაქალაქელები 2:1. მატჩის ბოლო წუთზე ლობჟანიძემ ტექნიკური დარტყმით საბოლოო ანგარიში- 3:1 დააფიქსირა. დინამოელები საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდნენ.

დინამო  3:1  შუქურა

გოლი: 0:1 ხოჭოლავა 71’  1:1 ჩირგაძე 84’  2:1 პარუნაშვილი 87’  3:1 ლობჟანიძე 90’

გაფრთხილება: კალანდაძე 13’  გველესიანი 70’  ლობე 90’

დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, ხიზანიშვილი, გველესიანი, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპავა (ჯანელიძე 76), ლობჟანიძე, ჩისკო (პაპუნაშვილი 59), საბანაძე (ჩირგაძე 46)

შუქურა: კაკალაძე, ჩალაძე, გურული, ხოჭოლავა, კალანდაძე (ბერუაშვილი 65), ტვილდიანი, კუხიანიძე, ლობე, ტუღუში (კომახიძე 75), ჩელებაძე, მეტრეველი (კოპალიანი 89)

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024