სპორტული გამოცემები ლელო და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ერთი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის- გიორგი პაპუნაშვილი (5) მოხვდა.
ორი ფეხბურთელი გამოარჩია დინამოდან გამოცემამ- ჩვენი თამაში. სიმბოლურში მოხვდნენ: გიორგი გველესიანი და ჩისკო მუნიოსი (4).