კვირას 30 ნოემბერს დინამო თბილისი საქართველოს პირველობის XIV ტურის შეხვედრას გამართავს. დინამო არენაზე ჩვენი გუნდი ლანჩხუთის გურიას უმასპინძლებს. დაპირისპირება 15.00 საათზე დაიწყება.
30 ნოემბერს თბილისელებს თავის ისტორიაში 6 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 4 შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი მატჩი ფრედ მორჩა და ერთშიც მეტოქემ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 17/7 დინამოს სასარგებლოდ.
1939 წელს დინამომ პაიჭაძის გოლით 1:0 დაამარცხა ოდესელი თანაკლუბელი. 1966 წელს ქუთაისში ტორპედოსა და დინამოს დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა. დათუნაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.
1993 წელს თბილისური დერბი გაიმართა. შევარდენმა 3:0 დაამარცხა დინამო. 1998 წელს დინამომ 6:1 აჯობა კოლხეთს. ალექსიძემ და ცქიტიშვილმა სამ-სამჯერ აიღეს ფოთელთა კარი. 10 წლის შემდეგ 3:0 ვიმარჯვეთ ცხინვალის სპარტაკთან. სპასოევიჩის დუბლი და ერთი გოლიც მერებაშვილის ანგარიშზე. 2013 წელს ისევ სპარტაკი და ამჯერად გამარჯვება 4:0. ჩისკოს დუბლს თითო გოლი ვუომ და გოგამ მიმატეს.