დღეს ავაზას სტადიონზე პირველი ლიგის მე- 17 ტურის მატჩი გაიმართა. ალგეთმა დინამო-2 უმასპინძლა. მალხაზ ჟვანიას გუნდმა მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეც აინაცვლა. ალგეთის კარში გოლები ზივზივაძემ პირველი ტაიმის ბოლოს და ქიქავამ 52- ე წუთზე გაიტანეს. თბილისელებმა პირველ წრეში ნაჩვენები არც ისე სახარბიელო შედეგები, მეორე წრეში გამოასწორეს და გათამაშების პირველი ეტაპის ბოლოს ლიდერის რანგში ხვდებიან. 4 დეკემბერს დინმო-2 თერჯოლის საპოვნელას უმასპინძლებს და ამით მეორე წრეც დასრულდება.
ალგეთი 1:2 დინამო-2
დინამო-2: ტყეშელაშვილი, ციცხვაია, ქაჯაია, ლ. ნოზაძე, სამხარაძე, ქიქავა, სამუშია (ვოლკოვი 72), სარიშვილი, მაკასარაშვილი (მათიაშვილი 46), ზივზივაძე (მაჭავარიანი 83), მესხი (გოგოლიძე 64)