• Geo
  • Eng
30.11.2014
დინამო 1:2 გურია - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული მეთოთხმეტე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამო ლანჩხუთის გურიასთან 1:2 დამარცხდა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე თემურ ლორია და კახა გოგიჩაიშვილი წარდგნენ.

 

 

თემურ ლორია: პირველ რიგში მადლობა ჩემს ფეხბურთელებს თავდადებული თამაშისთვის და მადლობა ჩვენს გულშემატკივარს. ბურთის ფლობის უპირატესობა ჰქონდა დინამოს და ამისთვის თავიდანვე მზად ვიყავით. ჩვენი მიზანი იყო ბოლომდე ბრძლოა და ლოგიკური შედეგი მივიღეთ.

 

კახა გოგიჩაიშვილი: ძალიან იმედგაცრუეული ვარ. გვქონდა მომენტები და ვერ გამოვიყენეთ. აშკარად ვერ მოვასწარით ძალების აღდგენა, ბოლო პერიოდში მიჯრით ჩატარებული მატჩების შემდეგ. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. ვეცდებით საჩხერეში წარმატებულად ვიასპარეზოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024