• Geo
  • Eng
30.11.2014
დინამო გურიასთან დამარცხდა

დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

 

მატჩი ორივე გუნდმა აქტიურ ტემპში დაიწყო, თუმცა ხიფათამდე არც ერთ კართან არ მისულა საქმე. 25- ე წუთზე კი პაპუნაშვილის ძლიერი დარტყმა კოშკაძემ გამოიტანა დაუცველი კარიდან. ამ მომენტს დინამოელთა მასირებული შეტევები მოჰყვა, მაგრამ ბოლო, ზუსტ დარტყმამდე საქმე არ მისულა. 43- ე წუთზე დინამოელებს სტუმრების სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ და კოშკაძემ გახსნა ანგარიში 0:1, თუმცა საპასუხო შეტევაში შერგელაშვილმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით აღადგინა სტატუს ქვო 1:1 და პირველი ტაიმი ეგრეც დასრულდა. ისიც აღსანიშნავია, რომ პირველი 45 წუთი მასპინძელთა ტოტალური უპირატესობით წარიმართა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა შალამბერიძის სოლო რეიდს ზუსტი დარტყმა მოჰყვა დინამოს კარში და გურია ისევ წინ გავიდა. მე- 60 წუთზე თბილისელებმა რეალური საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან როდესაც შერგელაშვილის ჩაწოდებულს სულ მცირედით ვერ მიუსწრო ჩირგაძემ. მასპინძლებმა მოუმატეს შეტევებს და მეორე ტაიმის შუაში დიდ ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ. მატჩის პროლოგი ძალიან საინტერესოდ და ურთიერთშეტევებში მიილია, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

 

დინამო  1:2  გურია

 

გოლი:  0:1 კოშკაძე 43’  1:1 შერგელაშვილი 44’  1:2 შალამბერიძე 47’

 

გაფრთხილება: გაბრიჩიძე 48’  მეგრელიშვილი 72’  პაპუნაშვილი 85’  ჭეიშვილი 89’  ლომია 89’  ჯანელიძე 90’  პაპუნაშვილი (მატჩის შემდეგ)

 

 

დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, ხიზანიშვილი, გველესიანი, შერგელაშვილი, პაპავა (ჩისკო 53), ცინცაძე, პარუნაშვილი (ძარია 46), ლობჟანიძე (ჯანელიძე 72), პაპუნაშვილი, ჩირგაძე

 

გურია: ზუხბაია, კილაძე, ხარაბაძე, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, ჯოჯუა, გაბრიჩიძე, კოშკაძე, მიქაბერიძე (წილოსანიმ 90), შალამბერიძე (ინგოროყვა 82), ლომია (კვერენჩხილაძე 90)

 

მსაჯი: ჯ. ხორავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024