• Geo
  • Eng
06.12.2014
ჩიხურა vs დინამოს - გიორგი ყრუაშვილი განსჯის

საჩხერის ჩიხურასა და დინამო თბილისის შეხვედრას, რომელიც ივანწმინდაში 7 დეკემბერს 14.00 საათზე დაიწყება- გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას . ჭიჭინაძე და . უკლება გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან გ. კიკაჩეიშვილი და ი. კვირიკაშვილი. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს . ბასლეჰლო შეასრულებს.

ჩვენი გუნდის თამაში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად 2014 წლის 11 სექტემბერს იმსაჯა. შეხვედრაში, რომელშიც მეტალურგმა დინამო 3:0 დაამარცხა, მსაჯმა ორი ყვითელი ბარათი გამოიყენა.  

ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა, 30 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატში გამართული დილა 1:0 მერანი გახლავთ. გიორგი ყრუაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში ხუთი ფეხბურთელი გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ყრუაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ყრუაშვილი

დაბადების თარიღი: 1986 წლის 29 მაისი

===========================================

უმაღლესი ლიგა – 23 თამაში / 81 ყვითელი / 4 წითელი / 3 პენალტი

პირველი ლიგა – 25 თამაში / 74 ყვითელი / 11 წითელი / 6 პენალტი

მეორე ლიგა – 3 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი –  7 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024