ივანწმინდაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამო ჩიხურასთან 0:1 დამარცხდა, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
კახა გოგიჩაიშვილი: მძიმე და რთული თამაში გამოდგა. ამას დაემატა სათამაშო მინდვრის არასახარბიელო მდგომარეობა და ძლიერი ქარი. დაცვაში უხეში შეცდომა დავუშვით, მატჩი კი ისეთი სცენარით წარიმართა, რომ საბოლოოდ ეს შეცდომა გადამწყვეტი გამოდგა. მეორე ტაიმში ვცადეთ მატჩის შემობრუნება, მაგრამ ვერ გავიტანეთ გოლი. კარგია, რომ პირველი წრე პირველ ადგილზე დავასრულეთ. ვეცდებით სუპერთასის შეხვედრა უკეთესად ჩავატაროთ.