საქართველოს 2014 წლის სუპერთასის მატჩს, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს, ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის. მისი ასისტენტები იქნებიან- გ. ჩიგოგიძე და ლ. ვარამიშვილი. დამატებითი ასისტენტები- ა. ნონიკაშვილი და დ. ხარიტონაშვილი. სათადარიგო მსაჯი ჯ. ბუიშვილი იქნება.
ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს 7 დეკემბერს უმაღლეს ლიგაში გურია 0:0 სიონი იმსაჯა. შეხვედრაში არბიტრმა ოთხ ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს ამა წლის 7 მაისს დინამოსა და ჩიხურას დაპირისპირება იმსაჯა. დინამო არენაზე ჩატარებული მატჩი უგოლო ყაიმით დასრულდა. არბიტრმა ხუთი ფეხბურთელი გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ალექსანდრე კრიჭაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ. ასევე აღვნიშნავდით, რომ ფინალური შეხვედრის შემდეგ კრიჭაშვილი ამთავრებს სამსაჯო კარიერას.
დაბადების თარიღი: 1967 წლის 15 ოქტომბერი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 57 თამაში / 189 ყვითელი / 8 წითელი / 7 პენალტი
პირველი ლიგა - 42 თამაში / 144 ყვითელი / 6 წითელი / 10 პენალტი
მეორე ლიგა - 9 თამაში / 18 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი
საქართველოს თასი - 12 თამაში / 56 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი