• Geo
  • Eng
09.12.2014
ჩისკო პროფესიულ საფეხბურთო კარიერას ასრულებს

დინამო თბილისის კაპიტანი და ლიდერი, ესპანელი შემტევი- ფრანჩესკო მუნიოსი პროფესიულ საფეხბურთო კარიერას ასრულებს. იგი ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ბოლო შეხვედრას საქართველოს სუპერთასზე ხუთშაბათს, 11 დეკემბერს ჩაატარებს. ჩისკო 2011 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს დედაქალაქური გუნდის შემადგენლობაში. ჩატარებულ 126 შეხვედრაში ესპანელმა 77- ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. ორჯერ დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად. ორჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები და ამდენივეჯერ გახდა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი. დინამო TV გთავაზობთ ინტერვიუს ჩისკოსთან.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024