ვიტალი დარასელიას სახლობის დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის U-13 გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ოთარ გაგნიძე გახლავთ, რუსეთის ქალაქ სანქტ–პეტერბურგში დემენტიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის (დინამიადა) გამარჯვებული გახდა.
ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩვენმა ფეხბურთელებმა კიევის დინამოს 3:1 სძლიეს. დინამიადის ფინალურ მატჩში ჩვენმა გუნდმა მოსკოვის დინამო - 3:2 დაამარცხა. გადამწყვეტ თამაშში გოლები გიორგი ჩაკვეტაძემ, ზუკა დავითაშვილმა და ნიკა ნინუამ გაიტანეს.
დღეს, სამშობლოში დაბრუნებული პატარა დინამოელები დინამო – ვიტ ჯორჯიას მატჩის შევენებისას, ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ სამახსოვრო საჩუქრებით და პრემიით დააჯილდოვა. დაჯილდოვების შემდეგ, მოზარდი დინამოელები თასითა და მოპოვებული მედლებით იმ სექტორისკენ გაემართნენ, სადაც ჩვენი კლუბის ოფიციალური ფან–კლუბის წევრები, გლადიატორები იმყოფებოდნენ.
გათამაშებაზე ჩვენი გუნდი შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა:
ნიკოლოზ გაბელაია
დავით ჯიჭონაია
ბექა ხარშილაძე
თორნიკე ჩაჩუა
არჩილ ბასარია
გიგა გულდედავა
გიორგი ჩაკვეტაძე
ლუკა ჩიქოვანი
ნიკა ნინუა
თამაზ ბაბუნაძე
ლუკა ბერიაშვილი
ბექა დარცმელია
გიორგი ხარშილაძე
ირაკლი საღირაშვილი
ზურიკო დავითაშვილი
ჯეირან ბულესკირია
გიორგი მამარდაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ოთარ გაგნიძე
ექიმი: მალხაზ ხაჩიშვილი
გუნდის უფროსი: თეიმურაზ უგრეხელიძე
დინამოელების ჩამოსვლა
დინამოელების დაჯილდოვება