დინამო არენაზე გამართული დინამო 0:1 ვიტ ჯორჯიას დასრულების შემდეგ, სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
ზურაბ ბერიძე – რთულ თამაშს ველოდით და ასეც გამოდგა. იქიდან გამომდინარე, რომ დინამო ძალიან კარგი გუნდია და ახალი მწვრთნელი ჰყავს, ეს ახალ სტიმულსაც მატებდა ჩვენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს. რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას, ბიჭებმა თითქმის ყველა ის დავალება შეასრულეს, რომელიც მატჩამდე მივეცით. კმაყოფილი ვარ, შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც.
მალხაზ ჟვანია – პირველ რიგში მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას. სამწუხაროდ დღევანდელ შეხვედრაში დინამოელების მხრიდან არ იგრძნობოდა ბრძოლის ჟინი, მონდომება. დაუშვებელია მეტოქის შეუფასებლობა. მოედანზე თუ ბოლომდე არ იბრძოლე გამარჯვებას ვერ მიაღწევ. საჭიროა უფრო მეტი მუშაობა.