• Geo
  • Eng
01.05.2023
მეორე გუნდმა სპაერს მოუგო, 19 წლამდელებმა კი მერანს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეათე ტურში დინამოს მეორე შემადგენლობამ სპაერს უმასპინძლა. მატჩი თბილისის ზღვაზე მდებარე სტადიონზე გამართა.

 

შეხვედრა საინტერეო და დაძაბული სცენარით წარიმართა. ანგარიში დებიუტშივე ზუსტი გასროლით ლაშა ოდიშარიამ გახსნა. რატი ცაცკრიალაშვილმა მე-12 წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო ცოტახანში დავით ნაჭყებიამ პენალტიდან სტუმრები დააწინაურა. დინამოელები ბევრს უტევდნენ, თუმცა პირველ ტაიმში გოლამდე საქმე არ მისულა. მეორე ნახევრის დაწყებიდან ხუთი წუთი გახლდათ გასული, რა დროსაც გიორგი მაისურაძემ მარჯვენა ფრთიდან ჩააწოდა, ჯადული იობაშვილმა დასწრებაზე ითამაშა და ანგარიში ზუსტი თავურით გაათანაბრა. 76-ე წუთზე სპაერი 10 კაცით დარჩა. მეორე ყვითელი ბარათის გამო გიგა სამხარაძემ მოედანი დატოვა. დინამოელებმა კიდევ უფრო უმატეს შეტევებს და შეხვედრის ბოლოსკენ თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლებამ მოიპოვეს. მცველებმა უხეშად დიტო ფაჩულიაზე ითამაშეს. პენალტი უზადოდ გუნდის კაპიტანმა ზურაბ ერაძემ შეასრულა და დინამომ 3-2 მოიგო.

 

მომდევნო მატჩს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 5 მაისს ლოკომოტივთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

ოქროს ლიგაში მეშვიდე ტურის მატჩი ჩაატარა დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ. დედაქალაქელები მარტვილს ესტუმრნენ და ადგილობრივ მერანს სამი უპასუხო გოლით აჯობეს. გოლები მერანის კარში ლუკა შეროზიამ, ნიკა ცეცხლაძემ და ლუკა ნაჭყებიამ გაიტანეს. დინამოელები 7 ტურის შემდეგ 17 ქულით პირველ ადგილს იკავებენ. მომდევნო მატჩს ვალერი გაგუას გუნდი 8 მაისს, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.

 

U19 მერანი 0-3 დინამო

 

U19 დინამო: საური, სადღობელაშვილი, ხარჩილავა, ახალკაცი, კვერენჩხელაძე, ცეცხლაძე გიორგი, ცეცხლაძე ნიკა, მაშავა, ნაჭყებია, ბუბუტეიშვილი, შეროზია

 

სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, გრიგალავა, გობეშია, ჩიქოვანი, წულაია, თოდუა, ფრიდონიშვილი, ოდიკაძე

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024