კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეცხრე ტურის მატჩი ჩაატარა დინამო 2-მა.
დედაქალაქელებმა მარტვილის მერანს უმასპინძლეს და დაძაბული შეხვედრა 2-3 დათმეს. ანგარიშ ოთარ აფციაურმა გახსნა, დავიტ ლომიძემ კი მე-19 წუთზე გაათანაბრა და ტაიმი 1-1 მორჩა. მეორე ნახევარი სტუმრებმა კარგად დაიწყეს და ლაშა ჯღამაიას დუბლით დაწინაურდნენ. დინამოელებმა რაც მოახერხეს, ერთი საათის თავზე ჯადული იობაშვილის მიერ ერთით შემცირებული სხვაობა გახლავთ. მეტი გოლი აღარ გასულა და დინამოელები 2-3 დამარცხდნენ.
მომდევნო მატჩს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 1 მაისს სპაერთან აკადემიის მოედანზე გამართავს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი