სპორტული გამოცემები ლელო და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი წრის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ორი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის- გიორგი პაპუნაშვილი და ნიკა ჭანტურია მოხვდნენ.
პირველი წრის მწვრთნელად კი გამოცემამ დინამოს დამრიგებელი- კახა გოგიჩაიშვილი დაასახელა.
ორი ფეხბურთელი გამოარჩია დინამოდან გამოცემამ- ჩვენი თამაში. პირველი წრის სიმბოლურში მოხვდნენ: გიორგი პაპუნაშვილი და ირაკლი ძარია.