ხვალ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი საქართველოს პირველობის მეშვიდე ტურის მატჩს უმასპინძლებს. დილასა და დინამოს შორის შეხვედრა 16.00 საათზე დაიწყება. თბილისელები განაგრძობენ ხვალინდელი მატჩისთვის მზადებას. დღეს კახი გოგიჩაიშვილმა ფეხბურთელები დიღმის ბაზაზე ავარჯიშა. დინამო TV გთავაზობთ წვრთნის ამსახველ ვიდეო სიუჟეტს.