19 დეკემბერს ეროვნული ჩემპიონატის XVIII ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი სტუმრად გამართავს. დინამო თბილისის მეტოქე მარტვილის მერანს იქნება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.
დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 7–ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა ექვსი თამაშიდან 5 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 19:9 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.
დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 29 სექტემბერს დინამო არენაზე გაიმართა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 4:2 დაამარცხეს. თბილისელთაგან ორი გოლი დავით კვირკველიამ გაიტანა, თითო ბურთით კი ირაკლი ძარია და პატრიკ ვუო გამოირჩნენ.
P.S. დინამო თბილისს 19 დეკემბერს ერთადერთი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 2012 წელს ჩვენმა გუნდმა ასევე მარტვილის მერანის წინააღმდეგ იასპარეზა. თბილისში შემდგარ შეხვედრაში ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით - 3:1 დაამარცხეს. მეტოქის კარში გოლები ჩისკომ, გიორგი მერებაშვილმა და ჯაბა დვალმა გაიტანეს.