• Geo
  • Eng
16.12.2013
დუბლებმა ვიტ ჯორჯია დაამარცხეს

უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეჩვიდმეტე ტურის მატჩი დინამოელებმა საკუთარ მოედანზე გამართეს. ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე კახი გოგიჩაიშვილის შეგირდები ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდნენ და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით - 4:2 დაამარცხეს.

 

შეხვედრა დინამოელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა. მატჩის დებიუტში დინამოელების მსგავსად, მწვავედ უტევდნენ ვეტერინარებიც. მეოცე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ოთარ კაკაბაძემ ჩააწოდა, სადაც ბუდუ ზივზივაძემ დასწრებაზე კარგად ითამაშა, თუმცა მისი თავური სამიზნეს ასცდა. მალევე დინამოელებს კიდევ ერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა, ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენა ლაშა შინდაგორიძემ - მისი დარტყმული სტუმართა მეკარემ, დანტე ჩალიგავამ კუთხურზე მოიგერია. დაპირისპირების 30-ე წუთზე დინამოელები გაშვებული გოლისგან მეკარე გოგი კულუამ კუთხურზე მოიგერია. ანგარიში მატჩის 38-ე წუთზე გაიხსნა. სტუმართა იერიში ზუსტი დარტყმით ნოდარ იაშვილმა დაასრულა - 0:1. გაშვებული გოლის შემდეგ კახი გოგიჩაიშვილის შგირდებმა კიდევ უფრო მწვავედ შეუტიეს მეტოქეს. დინამოელებმა 41-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, კუთხურიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთი მეტოქის კარში ლაშა შინდაგორიძემ გადაგზავნა - 1:1. პირველი ტაიმის მიწურულს ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქის კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ვიტ ჯორჯიელი მცველებისა და მეკარის კომპლექსური შეცდომების შემდეგ  ვეტერინართა კარში გოლი ირაკლი ლექვთაძემ გაიტანა - 2:1.

 

მეორე ტაიმი პირველი ნახევრის მსგავსად წარიმართა. დინამოელები მეტოქის კარს მწვავედ უტევდნენ. დაპირისპირების 71-ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ ჩამოაწოდეს კუთხური, საჯარიმოში დასწრებაზე კარგად ითამაშა დავით ხოჭოლავამ და ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია - 3:1 სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა 77-ე წუთზე შეამცირეს,  ერეკლე ხვისტანმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა - 3:2. დღევანდელი თამაშის საფინალო ანგარიში კი 88-ე წუთზე დაფიქსირდა, გატანილი გოლით შეცვლაზე შემოსული არჩილ მესხი გამოირჩა - 4:2

 

დინამო 4:2 ვიტ ჯორჯია

გოლები: 0:1 იაშვილი 38’

1:1 შინდაგორიძე 41’

2:1 ლექვთაძე 43’

3:1 ხოჭოლავა 71’

3:2 ხვისტანი 77’

4:2 მესხი 88’

 

დინამო: კულუა, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გურეშიძე, სამხარაძე, შერგელაშვილი, ლექვთაძე, ლობჟანიძე (მაჭავარიანი 72’), ზივზივაძე (ბაჩიაშვილი 76’), პაპუნაშვილი, შინდაგორიძე (მესხი 67’)

 

ვიტ ჯორჯია: ჩალიგავა, ასკილაშვილი, ჩიტიშვილი (გორდელაძე 61’), მერაბიშვილი, იაშვილი, გახარია, ვაზაგაშვილი, პავლიაშვილი, სოფრომაძე, კვირკვია, ხვისტანი

 

გაფრთხილება: სამხარაძე 49’ ლექვთაძე 78’

 
 
 
 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024