ხვალ მიმდინარე ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც დინამო გაგრას უმასპინძლებს. შეხვედრა გორში 20.00 საათზე დაიწყება.
აქამდე ეს გუნდები ეროვნულ ჩემპონატში 14-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. დინამოს უპირატესობა 11 მოგებული თამაშით გამოიხატება, ერთი შეხვედრა ფრედ მორჩა და ორჯერ იმარჯვეს გაგრელებმა. ბურთების ბალანსია 30/9 დინამოს სასარგებლოდ.
პირველი გამარჯვება გაგრამ თავის აქტივში ამ ურთიეთშეხვედრების პიველ მატჩში ჩაიწერა. ეს შეხვედრა 2008 წლის 14 სექტემბერს გაიმართა, მეოცე ჩემპიონატის პირველ ტურში და ანგარიშით 2–1 დასრულდა გაგრელთა სასარგებლოდ. თბილისელთა წარმატებული შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია დიდი ანგარიშით გამარჯვება იმავე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 21 ნოემბერს. ის თამაში დინამომ ანგარიშით 3-0 მოიგო. ასევე დიდი ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს მტკვრისპირელებმა 2010 წლის 8 თებერვალს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამერვე სათამაშო დღეს. ანგარიშში ყველაზე დიდი სხვაობა ამ გუნდების მონაწილეობით 2022 წლის 20 ივნისს დაფიქსირდა. დინამომ დიდი ანგარიშით 5-0 მოიგო. გოლები უსმანე კამარამ, გიორგი მოისწრაფიშვილმა, ბარნს ოსეიმ, ანზორ მექვაბიშვილმა და დავით სხირტლაძემ გაიტანეს. ყველაზე მეტი გოლი კი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2023 წლის 8 მარტს გავიდა. დინამომ თბილისის ზღვის მოედანზე გამართულ მატჩში 5-3 აჯობა მეტოქეს. გოლები იმრან ულად ომარმა, უსმანე კამარამ (2), გაბრიელ სიგუამ და ზორან მარუშიჩმა გაიტანეს.