• Geo
  • Eng
05.05.2023
დინამოს მეორე შემადგენლობამ დედაქალაქური დერბი მოიგო

დღეს დინამო 2-მა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-11 ტურის მატჩი ლოკომოტივთან გამართა. დედაქალაქური დერბი თბილისის ზღვის მოედანზე გაიმართა.

 

შეხვედრამ სწრაფ რიტმში და საინტერესოდ ჩაიარა. მატჩის პირველ ნახევარში ორივე კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. 34-ე წუთზე ჯადული იობაშვილმა ზუსტად შეასრულა პენალტი, ხოლო 4 წუთში თორნიკე კურტანიძის დარტყმული ბურთი დინამოელთა გოლკიპერმა დავით კერესელიძემ მოიგერია. მეორე გოლი ლოკომოტივის კარში შეხვედრის ბოლოს გავიდა. ფირუზ გაბიტაშვილის ჩაწოდებული ბურთი ირაკლი იაკობიძემ ზუსტი თავურით გადაგზავნა თანაქალაქელთა კარში. დინამომ 2-0 მოიგო და სატურნირო მდგომარეობაც გამოისწორა. ამჟამად დედაქალაქური გუნდი 16 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსანს 5 ქულით ჩამორჩება.

 

მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 11 მაისს გათამაშების ლიდერ - გარეჯთან, თბილისის ზღვის მოედანზე გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024