საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ ფარუში ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩი გამართა. ჯვაროსნების მეტოქე გიბრალტარის ეროვნული ნაკრები გახლდათ. მატჩი ქართველების უპირატესობით წარიმართა და ჯვაროსნებმა შესარჩევში პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს- ანგარიშით 3:0. ჩვენი გუნდის ვიცე კაპიტანმა- ირაკლი ძარიამ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო ასპარეზობა და ბოლომდე დაჰყო მინდორზე. გიორგი პაპუნაშვილი კი 67- ე წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები თბილისში პოლონეთის ნაკრებთან გამართავს.