დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაბაზე დინამოელებმა ტესტ-მატჩი გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე ვიტ ჯორჯია გახლდათ. დინამომ მეორე მოსამზადებელ შეხვედრაში ანგარიშით 1:0 იმარჯვა. გოლი 43- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. მიკრო ტრავმების გამო ინდივიდუალურად ივარჯიშეს პაპუნაშვილმა, შერგელაშვილმა და ჭანტურიშვილმა.
გოლი: 1:0 კიტეიშვილი (უგულავას პასი) 43’
დინამო: ჰრდლიჩკა, ტაბატაძე, გველესიანი, ჭანტურია, ალბერტუ, ბუკორაცი, კიტეიშვილი, ჯიღაური, ჯერემია, გუგა, უგულავა
შეცვლაზე შევიდნენ: დაუშვილი, თოთაძე, ჯაფიაშვილი, კაკაბაძე, ცინცაძე, ჯანელიძე, პარუნაშვილი, ლობჟანიძე, მიქელთაძე, ჩირგაძე