• Geo
  • Eng
16.10.2014
8 დინამოელი 17 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 26-31 ოქტომბერს თბილისში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებს გამართავს. ჭაბუკი ჯვაროსნები პოლონეთის, ესტონეთის და ლიხტენშტეინის ნაკრებ გუნდებთან ერთად გაითამაშებენ მომდევნო ეტაპის 2 საგზურს. მანამდე წინასატურნირო შეკრებას ჩვენი ნაკრები 15-25 ოქტომბერს გაივლის.

შეკრებაზე და მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 8 ფეხბურთელია გამოძახებულია: ლევან ისიანი, იკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ნიკა ნინუა, ირაკლი ბუღრიძე, თორნიკე ჭურაძე და აკაკი ყურაშვილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024