• Geo
  • Eng
17.10.2014
ვიტ ჯორჯია – დინამოს არსენ ნონიკაშვილი განსჯის

საქართველოს XXVI ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 18 ოქტომბერს მცხეთაში, მცხეთა პარკზე ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს– არსენ ნონიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას . ფიფია და . ჟივაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი . ხორავა შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილმა ბოლოს ამა წლის 17 მაისს იმსაჯა. დინამო თბილისმა რუსთავის მეტალურგი 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში არსენ ნონიკაშვილს ფეხბურთელები არ გაურთხილებია.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც არსენ ნონიკაშვილმა იმსაჯა 7 ოქტომბერს პირველ ლიგაში გამართული საპოვნელა 0:1 ბეთლემი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში ნონიკაშვილმა ფეხბურთელები სამჯერ გააფრთხილა და ერთიც წითელი ბარათი აჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, არსენ ნონიკაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

არსენ ნონიკაშვილი (26.05.1975)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 51 თამაში / 180 ყვითელი / 12 წითელი / 13 პენალტი

პირველი ლიგა  22 თამაში / 86 ყვითელი / 5 წითელი / 10 პენალტი

მეორე ლიგა  2 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი  8 თამაში / 37 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

ვირსლიგა  1 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024