• Geo
  • Eng
01.02.2015
იასმინ მუიჯა - ვფიქრობ ეხლა უფრო ძლიერი გუნდი გვყავს ვიდრე პირველ წრეში

ანტალიურ შეკრებაზე დიდი ყურადღება ეთმობა თითოეული ფეხბურთელის და ზოგადად გუნდის ფიზიკურ მომზადებას. რაზეც ჩვენი მწვრთნელები იასმინ მუიჯა და ბონდო გოცირიძე მუშაობენ. შეკრების მიმდინარეობაზე საუბარი ხორვატიის მოქალაქეს, მაგრამ ფეხბურთელობის პერიოდში ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრების წევრს, შემდეგ კი ფიზმომზადების სპეციალისტს- იასმინ მუიჯას ვთხოვეთ.

იასმინ მუიჯა- როდესაც დინამოში მოვედი, თავიდანვე ვიცოდი რა ტრადიციის და ისტორიის კლუბში მოვდიოდი. აქ ჩამოსული კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. ყველა მწვრთნელი და ფეხბურთელი, რომელიც დინამოშია, ვალდებულია იყოს საუკეთესო, რადგან დინამო საქართველოში საუკეთესო კლუბია. გუნდში უკეთესობისკენ მიდის საქმეები. ბევრი ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და მიზანი მათი სწრაფი ადაპტაციაა გუნდთან. ოდნავ ამაყიც ვარ მწვრთნელთა შტაბის მიერ ჩატარებული სამუშაოთი. როდესაც მოვედი კლუბში ფიზ. მომზადების დონე დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ არა ისეთი როგორიც აქ უნდა იყოს. მინდა ავღნიშნო ბონდო გოცირიძის წვლილიც, რომელიც დიდ სამუშაოს ატარებს. შეკრებაზე არ გაგვიმართლა მიკროტრავმებში, რომელიც შერგელაშვილს, ჩირგაძეს და პაპუნაშვილს აწუხებთ. ამ მომენტისთვის ცხადია კონდიციები არაა საუკეთესო, მაგრამ მთავარია ეხლა ყველა ვარჯიში და საკონტროლო მატჩი მოსამზადებელ ეტაპზე მაქსიმალურად იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ჩემპიონატში კახა გოგიჩაიშვილს ჰყავდეს ოპტიმალური და კარგად მომზადებული კონტინგენტი. შემიძლია ავღნიშნო, რომ შეკრებაზე საუკეთესო პირობებია სავარჯიშოდ, აღსადგენად, მოსამზადებლად და მოსასვენებლად. ძალიან კარგი სპარინგ მატჩები გვაქვს, სადაც ზუსტად დავინახავთ   პრობლემებს. დარწმუნებული ვარ თბილისში დაბრუნებისას გუნდს გაცილებით მომატებული ექნება. ვფიქრობ ეხლა უფრო ძლიერი გუნდი გვყავს ვიდრე პირველ წრეში. ჩვენი მიზანია გუნდის ისეთ კონდიციებში მიყვანა, როგორიც ევროპულ კლუბებშია. ყველა ფეხბურთელზე ცალკე გვაქვს გაწერილი სამუშაო პროგრამა. ბედნიერი ვარ დინამოში ყოფნით, ჩვენი გუნდი ბოლომდე იხარჯება თავის საქმეში. ვცდილობთ დისციპლინის, თეორიული, ტაქტიკური და ტექნიკური უნარების პროგრესირებას. კლუბში აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება საუკეთესო შედეგის მისაღწევად. კლუბის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს ამისათვის. კლუბის ხელმძღვანელობა და სტაფი ყოველდღიურად დაუღალავადაა ჩართული სამუშაო პროცესში. ფეხბურთელებმა უნდა მოინდომონ და ბოლომდე დაიხარჯონ, რათა ჩვენი ერთგული გულშემატკივარი გავახაროთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024