სპორტული გამოცემები ლელო და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ერთი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის მოხვდა: ოთარ კაკაბაძე.
ასევე ერთი ფეხბურთელი გამოარჩია დინამოდან გამოცემამ- ჩვენი თამაში. სიმბოლურშია ჩვენი გუნდის ესპანელი შემტევი- ჩისკო მუნიოსი (3).