ტყიბულში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა მეშახტემ დინამოს მეორე შემადგენლობას უმასპინძლა და 2:1 იმარჯვა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. პირველივე წუთზე დინამოელებმა გახსნეს ანგარიში. ზივზივაძე გამოირჩა ზუსტი დარტყმით. მასპინძლებმა 30- ე და 75- ე წუთებზე მოახერხეს თბილისელთა კარის დალაშქვრა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა- 2:1. მომდევნო შეხვედრას დინამო-2 გაგრას წინააღმდეგ 4 ნოემბერს გამართავს.
დინამო-2: ტყეშელაშვილი, სამხარაძე, მარაქველიძე, ჯ. ნოზაძე, ქაჯაია, ქიქავა (ლ. ნოზაძე 46), ლაშხია, სარიშვილი (მესხი 80), გოგოლიძე (სამუშია 46), მათიაშვილი, ზივზივაძე (ვოლკოვი 86)