სპორტული გამოცემები ლელო და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ოთხი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის მოხვდა- მათე ცინცაძე (2), საბა ლობჟანიძე, ჩისკო (2) და გიორგი პაპუნაშვილი (4). ტურის საუკეთესო მწვრთნელად გაზეთმა ლელომ კახა გოგიჩაიშვილი (4) დაასახელა.
სამი ფეხბურთელი გამოარჩია დინამოდან გამოცემამ- ჩვენი თამაში. სიმბოლურში მოხვდნენ: ლაშა პარუნაშვილი (2), საბა ლობჟანიძე (2) და გიორგი პაპუნაშვილი (4). გაზეთმა ჩვენი თამაში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი პაპუნაშვილი დაასახელა.