კინორეჟისორ გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით - ჩვენი ფეხბურთი, რომლის პრემიერაც კინოს სახლში 5 ივლისს შედგა და მას ჩვენი გუნდის ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ, იტალიის ქალაქ მილანში გამართული სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა. ფილმმა მთავარი პრიზი მოიპოვა ნომიანაციაში - საუკეთესო დოკუმენტური ფილმი ფეხბურთზე. ნოემბრის თვეში კი ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზეც სახელწოდებით - „სპორტი კინოსა და ტელევიზიაში", ფილმი საუკეთესო დოკუმენტურ ნამუშავართა შორის დასახელდა და მილანის კინოფესიტვალის საგზური მოიპოვა.